სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026 სიახლეები

დაიწყე წერა — შედეგები აქ გამოჩნდება. ↑↓ არჩევა · Enter გახსნა

რედაქციული პოლიტიკა

სტატიის გამოქვეყნების წესები

LAWHUB Journal პროფესიული სივრცეა სამართლებრივი ანალიზისთვის. ქვემოთ — რას ვაქვეყნებთ და როგორ მიმდინარეობს განხილვა.

01 რას ვაქვეყნებთ

  • სამართლებრივ ანალიზს, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას, კვლევებს, საგანმანათლებლო მასალას და დასაბუთებულ მოსაზრებებს.
  • რეკლამა, პოლიტიკური აგიტაცია, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული შინაარსი არ ქვეყნდება.

02 რედაქციული განხილვა

  • ყოველი სტატია ქვეყნდება მხოლოდ ადმინისტრაციის დადასტურების შემდეგ.
  • რედაქციას შეუძლია დაადასტუროს, მოითხოვოს შესწორება ან დაასაბუთოს უარი. მიზეზს ნახავთ „ჩემ სტატიებში“ და შეტყობინებებში.
  • გამოქვეყნებული სტატიის არსებითი ცვლილება ხელახლა განიხილება; დადასტურებამდე საჯაროდ ჩანს წინა ვერსია.

03 ორიგინალობა და საავტორო უფლება

  • გაგზავნისას ადასტურებთ, რომ გაქვთ ტექსტისა და სურათების გამოქვეყნების უფლება.
  • სხვისი ტექსტის გამოყენებისას აუცილებელია ციტირება და წყაროს მითითება. პლაგიატის ეჭვზე სტატია განიხილება და შესაძლოა მოიხსნას.

04 წყაროები

  • მიუთითეთ კანონმდებლობა (მუხლის სიზუსტით), სასამართლო გადაწყვეტილებები, აკადემიური ნაშრომები. სადაც შესაძლებელია, დაურთეთ ოფიციალური ბმული.
  • ავტორი პასუხისმგებელია მითითებების სიზუსტეზე.

05 რედაქციული დამოუკიდებლობა

  • დონაციები, პოპულარობა ან გამოწერები გავლენას არ ახდენს განხილვის შედეგზე.
  • სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს LAWHUB-ის ოფიციალურ პოზიციას.

დაწერე სტატია